საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა - გვიშიანის ეფექტური გოლი და გაძევება
Aa
Aa

საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა - გვიშიანის ეფექტური გოლი და გაძევება

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა შვეიცარიასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. 30-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მარცხენა ფლანგზე შეტევა განავითარა, საჯარიმოში ჩაწოდებას გიორგი გვიშიანის ეფექტური თავური დარტყმა მოჰყვა და წონასწორობა აღდგა - 1:1.

გოლის ავტორი გვიშიანი, რომელიც ''საბურთალოს'' 17 წლამდე ნაკრების მოთამაშეა, 58-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს და ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის დარჩენილი დრო რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარეს.

65-ე წუთზე შვეიცარიელებმა სტუმართა საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა მოიგეს და გამარჯვების გოლი შეაგდეს.

 

გუნდებს შორის გამართული პირველი ამხანაგური შეხვედრა შვეიცარიელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ფოტოზე: გიორგი გვიშიანი (''საბურთალოს'' პრესსამსახურის ფოტო)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები