Aa
Aa

"ბარსელონას" ულტიმატუმი გრიზმანს - არ იქნება არანაირი შოუ და აუქციონი!

ყველა ხვდება, რომ სანამ გრიზმანის ტრანსფერი არ გაოფიციალურდება, სანამ არ გავიგებთ თუ სად გააგრძელებს ფრანგი კარიერას, იქამდე ევროპული პრესა ამ საკითხის შესახებ წერას არ შეეშვება.

დღეს გავრცელდა მორიგი და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია. როგორც ვიცით, გრიზმანი „ბარსელონაში“ გადასვლასთან საკმაოდ ახლოს არის და ამის შესახებ პრაქტიკულად ყველა გამოცემა წერს.

დღეს ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ „ბარსელონა“ მართლაც არის გრიზმანის შეძენით დაინტერესებული, მაგრამ მათ თავიანთი შეხედულებები და მოთხოვნები აქვთ. თუ, ანტუანი მორიგი საპნის ოპერის გამართვას შეეცდება და თუ საკუთარი თავისთვის ტრანსფერზე აუქციონს გამართავს კატალონიელები მისი შეძენით აღარ დაინტერესდებიან და ყველანაირ მოლაპარაკებებს გააუქმებენ.

„ბარსამ“ გრიზმანის წარმომადგენლებს ნათლად აუხსნა, რომ მორიგი შოუს მოწყობა აღარ სურთ და თუ ფეხბურთელი მოლაპარაკებების გაწელვას კვლავ შეეცდება, კატალონიელები ყველაფერს წერტილს დაუსვამენ და სხვა ფორვარდის შეძენაზე დაიწყებენ მუშაობას.

წყაროს თანახმად, „ბლაუგრანას“ გრიზმანის ტრანსფერის გაოფიციალურება ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ სურს.

25 მაისს კოპა დელ რეის ფინალში ვალვერდეს გუნდი „ბენიტო ვილამარინზე“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები