რანგნიკი ვერნერზე:''გავყიდით ან ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ''
Aa
Aa

რანგნიკი ვერნერზე:''გავყიდით ან ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ''

გერმანული საფეხბურთო კლუბის, ''ლაიფციგის'' მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ტიმო ვერნერის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა. 60 წლის სპეციალისტმა ვერნერზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება, ''ლაიფციგი'' მოთამაშეს გაყიდის.

ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. თუ ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა, ვერნერი შემდეგი სეზონის შემდეგ გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა, რაც ცხადია ფინანსური კუთხით ''ლაიფციგისთვის'' მიუღებელია.

ვერნერმა, რომელიც ბუნდესლიგაში 17 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 29 მატჩში 16 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა.

ვერნერის დებიუტი ბუნდესლიგაში 2013 წელს ''შტუტგარტის'' რიგებში 17 წლის ასაკში შედგა. 2016 წელს ''შტუტგარტიდან'' ''ლაიფციგში'' გადავიდა. საერთო ჯამში ბუნდესლიგაში 187 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 63 გოლი და 35 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები