AS - ზიდანი ზაფხულში მოდრიჩის გაყიდვას გეგმავს
Aa
Aa

AS - ზიდანი ზაფხულში მოდრიჩის გაყიდვას გეგმავს

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუკა მოდრიჩი ზინედინ ზიდანის სამომავლო გეგმებში არ შედის. ფრანგი სპეციალისტი ზაფხულში 33 წლის ნახევარმცველის გაყიდვას გეგმავს.

მოდრიჩს მიმდინარე სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია და როგორც ირკვევა „ზიზუს“ კეთილგანწყობის დამსახურება ვერ მოახერხა. AS-ის ინფორმაციით ზიდანი თვლის, რომ ხორვატი ფეხბურთელი თავის ფორმის პიკს ვეღარასდროს დაუბრუნდება და მზადაა შეთავაზებები განიხილოს.

მოდრიჩს, რომელიც 9 სექტემბერს 34 წლის ხდება, „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი კიდევ 12 თვით აკავშირებს. ესპანურ პრესაში მის შემცვლელად „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენს ასახელებენ. ამ უკანასკნელმა „რეალს“ სიტყვიერი თანხმობა უკვე მისცა და თუ მადრიდელები „დეზებს“ დაიყოლიებენ, ერიქსენი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ აღმოჩნდება.

"რეალის" წარმომადგენლები ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას ზაფხულში შეეცდებიან. შარშან მოდრიჩის გადაბირებით ყველაზე მეტად „ინტერი“ იყო დაინტერესებული და მისი შეძენა რამდენჯერმე სცადა. ასე რომ გამორიცხული არაა „ნერაძურიმ“ ხორვატი ნახევარმცველისთვის ბრძოლა განაახლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები