ბექა ბურჯანაძის MVP-ის ტიტული
Aa
Aa

ბექა ბურჯანაძის MVP-ის ტიტული

ბექა ბურჯანაძისდელტეკომესპანეთის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო.

რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.

აქამდე ბექასდელტეკომუდმივად გასავარდნ ზონაში იყო, 5 მაისს კი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მე-16 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბურჯანაძის თანაგუნდელებმა კი მეტოქე სტუმრად 74:61 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილშიმურსიასადგილი გაუცვალეს.

მურსიაში გამარჯვებაში ბურჯანაძეს დიდი წვლილი მიუძღვის

ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 29:22 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა.

ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

მომდევნო ტურშიდელტეკოთორნიკე შენგელიასბასკონიასდაუპირისპრიდება.

შეხვედრა 9 მაისს გაიმართება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები