რა უთხრა გუარდიოლამ თავის შეგირდებს მანჩესტერულ დერბიში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ?
Aa
Aa

რა უთხრა გუარდიოლამ თავის შეგირდებს მანჩესტერულ დერბიში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ?

როგორც მოგეხსენებათ პეპ გუარდიოლას „სიტიმ“ ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. "ქალაქელებმა" ბოლო შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხეს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლეს

"წითელ ეშმაკებთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გუარდიოლამ თავის შეგირდებს ემოციურად მიმართა. ესპანელი სპეციალისტის მონოლოგის შინაარსი ფართო მასებისთვის უცნობია, თუმცა ბრიტანული გამოცემა The Sun საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გავლენიანი ტაბლოიდი იუწყება, რომ გუარდიოლამ სიტყვით გამოსვლისას ასეთი ფრაზა გამოიყენა: "ზუსტად ამიტომ ხართ პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო გუნდი".

პეპის მიმართვის შემდეგ "სიტის" ფეხბურთელებმა სიმღერა დაიწყეს, რომელიც მეორე გოლის ავტორ ლეროი სანეს მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ 35 ტურის შემდეგ "სიტი" 89 ქულით პირველ ადგილს იკავებს. "ქალაქელებს" დარჩენილი სამი მატჩი „ბარნლის“ „ლესტერის“ და „ბრაიტონის“ წინააღმდეგ აქვთ გასამართი და დიდი ალბათობით სასურველი შედეგის დაფიქსირება არ უნდა გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები