ზარანდიას ეფექტური გარღვევა და ფატალური უიღბლობის დასასრული
Aa
Aa

ზარანდიას ეფექტური გარღვევა და ფატალური უიღბლობის დასასრული

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში გდინიას ''არკამ'' საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი ''ლეგნიცა'' 2:0 დაამარცხა. ''არკამ'' პოლონეთის ჩემპიონატში 15-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. 2018 წლის 26 ნოემბერს კრაკოვის ''ვისლასთან'' გამარჯვების შემდეგ გდინიურმა გუნდმა პირველი 3 ქულა მოიპოვა.

ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა, ლუკა ზარანდიას გარღვევა სტუმართა ფეხბურთელმა წესების დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა პენალტი დანიშნა. ბრაზილიელმა მარკუს ვინისიუსმა შანსი გამოიყენა და მასპინძლები დაწინაურდნენ.

მთავარმა მწვრთნელმა იაჩეკ ზელინსკიმ ლუკა ზარანდია 61-ე წუთზე შეცვალა. ''არკამ'' მეორე გოლი მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე შეაგდო.

3 მარტის შემდეგ ლუკა ზარანდია ''არკას'' სასტარტოში პირველად მოხვდა. მას შემდეგ ქართველი შემტევის გუნდმა 7 მატჩი ჩაატარა, სამ შეხვედრაში ზარანდია მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე, 4 დაპირისპირება კი სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო გამოტოვა. 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ ზარანდია ''არკას'' სასტარტოში ვიხილეთ და მისი თამაში გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

ფოტო: arka.gdynia.pl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები