ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და მნიშვნელოვანი გამარჯვება
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა ''დელტეკომ'' მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბექა ბურჯანაძის გუნდმა თად მაკფადენის "ხუვენტუდი" 89:86 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 28 წუთსა და 29 წამში ბურჯანაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაა. ასევე, მან 10-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტით ბურჯანაძე ორივე გუნდის მხრიდან მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩამორჩა.
???????????????? pic.twitter.com/IdLCIrg51f
— Delteco GBC (@gipuzkoabasket) April 20, 2019
რაც შეეხება მაკფადენს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ''ხუვენტუდის'' შემადგენლობაში პარკეტზე 24 წუთი და 21 წამი დაჰყო. მის ანგარიშზე 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასია.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე "ბრეგანი", მურსია" და ბურჯანაძის გუნდი ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან. თითოეულის ანგარიშზე 8 გამარჯვებაა. აღნიშნული 3 გუნდიდან ერთი საუკეთესო მიზანს მიაღწევს, ორი კი დაქვეითდება.
Hoy puede ser una noche de alegria.. y si nos alegramos todos juntos mejor , no? ???????? A las 18:00 todos en Illunbe! #StrongsNeverQuit ???????????? pic.twitter.com/czjrZSGHci
— Beqa Burjanadze (@BeqaBurjanadze) April 20, 2019