ვან დაიკი:
Aa
Aa

ვან დაიკი: "წარმოდგენაც არ მაქვს თუ როგორ უნდა შევაჩერო მესი"

„პორტოს“ განადგურების შემდეგ, „ლივერპული“ ნახევარფინალში ითამაშებს და მათი მეტოქე „ბარსელონა“ იქნება.

თუ ქომაგები „ტოტენჰემი“ „აიაქსის“ წყვილით გაოცებულები არიან და ლაღი ფეხბურთის მოლოდინში იმყოფებიან, მეორე წყვილზე იგივეს ვერ ვიტყვით. „ბარსასა“ და „ლივერპულის“ ჯახი ნამდვილი ტაქტიკური ომი იქნება.

„მერსისაიდელთა“ ჰოლანდიელი უკანახაზელი და ბევრის აზრით დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა  Viasport-თან კატალონიელებთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და ამბობს, რომ წარმოდგენაც არ აქვს თუ როგორ უნდა გააჩეროს მესი.

„როგორ უნდა შევაჩეროთ მესი? წარმოდგენაც არ მაქვს. ვნახოთ, ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.

მესი მცველთან ერთი-ერთზე - ასეთი რამ არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია, რომ ის შენს წინაღმდეგ ერთი-ერთზე დარჩეს. ჩვენ ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.

მესის შეჩერება ურთულესი იქნება, რადგან ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნახევარფინალში ვიმყოფებით. წინ დიდებული მატჩი გველის“.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პირველი მატჩი „კამპ ნოუზე“ 1 მაისს შედგება, განმეორებით ჯახხ კი 7-ში „ენფილდი“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები