რუუდ გულიტი გუარდიოლას გუნდის წარუმატებლობას გამოეხმაურა
Aa
Aa

რუუდ გულიტი გუარდიოლას გუნდის წარუმატებლობას გამოეხმაურა

„მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ მეოთხედფინალურმა მატჩმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. პეპ გუარდიოლას მორიგი წარუმატებლობის შესახებ კომენტარი ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რუუდ გულიტმაც, გააკეთა.

48 წლის სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი მიჯრით მესამე სეზონია მეოთხედფინალურ ეტაპზე ეთიშება ჩემპიონთა ლიგას. გულიტმა ამ საკითხის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ასე იმიტომ ხდება, რომ გუარდიოლას მესი არ ჰყავს. მთავარი განსხვავება ეს გახლავთ".

„ბაიერნში ყოფნისას ის მიზნის მიღწევასთან ახლოს იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. პეპს კარგად ვიცნობ და ვიცი რაც სურს. გუარდიოლას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა უნდა და მის გამო ძალიან ვწუხვარ“.

„გუარდიოლას „ბარსელონაში“ მისვლისას შესანიშნავი გუნდი ერგო. თანაც მესის სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩატარებული ჰქონდა. ლეომ ნელ-ნელა მოუმატა და „ბარსელონას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა“.

"პეპს თანავუგრძნობ. აშკარაა მას მოტივაციას რაც მატებს და მორიგი წარუმატებლობა მისი გუნდისთვის ძალიან დასანანია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები