France Football-ის პროვოკაცია! - ჟურნალის ყდაზე მესი და რონალდუ ერთმანეთს კოცნიან
Aa
Aa

France Football-ის პროვოკაცია! - ჟურნალის ყდაზე მესი და რონალდუ ერთმანეთს კოცნიან

პოპულარული ფრანგული ჟურნალის, France Football-ის ახალი ნომრის ყდა მსოფლიოს სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ჟურნალის გარეკანზე ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან გამოსახულნი და ერთმანეთს კოცნიან.

როგორც ჩანს, რედაქციაში პოპულარობის კიდევ უფრო გაზრდა განიზრახეს და აღნიშნული პროვოკაციით მთელი მსოფლიო აალაპარაკებს. თუმცა ეს უფრო შავი პიარია, რადგან გამოცემას ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რომლებიც მათ ამ ნაბიჯს მწვავედ აკრიტიკებენ და აქილიკებენ.

France Football-ი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ჟურნალია. იგი 1946 წლიდან, ყოველკვირეულად გამოდის. რაც შეეხება კონტენტს, ჟურნალის სავიზიტო ბარათი სწორედ ეფექტური ფოტომასალა, ექსკლუზიური ინტერვიუები და ევროპული ფეხბურთის მთავარი მოვლენების სტატისტიკურ ჭრილში განხილვაა.

ამავე ჟურნალის მიერაა დაარსებული "ოქროს ბურთის", "ქალთა ოქროს ბურთის", 21 წლამდე საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელთა და მთლიანად ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის დაჯილდოვება.

ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს France Football-ის დღევანდელი პროვოკაცია. ინტერნეტსივრცეში ფეხბურთის გულემატკივართა ნაწილი ხუმრობს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძარი სწორედ ამის გამოძახილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები