ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "კროოსი ძალიან წყნარია და ემოციებს არასდროს ყვება...ბენზემა თანაგუნდელებს უკეთესს ხდის"

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თავისი მოთამაშეების შესახებ ისაუბრა და ხაზი მათ პლუსებს გაუსვა.

როგორც ცნობილია, „რეალი“ ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და ჟურნალისტებმა ფრანგს კროოსი-ბენზემა-ისკოს ტრიოზი ჰკითხეს, რაზეც ზიზუმ საკმაოდ აკადემიურად უპასუხა.

კროოსი ძალიან კარგი მოთამაშეა. ამ 5 წლის განმავლობაში მან „რეალისთვის“ ბევრი კარგი რამ გააკეთა. ის ძალიან წყნარია და ემოციებს არასდროს ყვება. კროოსი წნეხში არასდროს ექცევა. მე ის ძალიან მომწონს.

ბენზემა? ის კლასიკური ცხრიანი არ არის. კარიმი თანაგუნდელებს უკეთესს ხდის.

როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, ის უფრო მეტად ნახევარდაცვაში და ფლანგიდან მოქმედებდა. მას შეუძლია გაიტანოს როგორც ცხრა ნომერმა, ასევე შეუძლია ნახევარდაცვა და თავდასხმა ერთმანეთს დააკავშიროს.

დიახ, ზაფხულში შესაძლოა ჩვენ ბევრი მოთამაშე გავყიდოთ. ყველას უნდა, რომ „რეალის“ მოთამაშეები შეიძინოს, აქ ხომ საუკეთესოები თამაშობენ. ისკო კარგი ფეხბურთელია, მე ის მომწონს. ვნახოთ რა მოხდება სეზონის დასრულების შემდეგ“.

როგორც მოგეხსენებათ, „რეალის“ მთავარი სამიზნეები ამ მომენტისთვის ედენ აზარი და სადიო მანე არიან.

მადრიდის დატოვებას გარეთ ბეილს, ისკოს, ბენზემას, ვარანს, კროოსსა და მოდრიჩს უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები