ჩილე თბილისს ესტუმრება? ქართული მხარე პასუხს ელის
Aa
Aa

ჩილე თბილისს ესტუმრება? ქართული მხარე პასუხს ელის

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ შესაძლოა "ჯვაროსნებმა" ამხანაგური მატჩი ჩილეს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართონ.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. შეთანხმების შემთხვევაში შეხვედრა 5 სექტემბერს გაიმართება და თბილისში ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო პასუხს ჩილეს ფეხბურთის ფედერაციისგან ელის.

ჩილეს ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის მოქმედი გამარჯვებულია. სამხრეთამერიკულმა ნაკრებმა სანუკვარი თასის დასაკუთრება 2016 წელს მოახერხა, ფინალურ შეხვედრაში ლეო მესის არგენტინას სძლია.

ჩილელთა მთავარი მწვრთნელი რეინალდო რუედაა, გუნდის კაპიტანი კი - ცნობილი ფეხბურთელი გარი მედელი. ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობით ალექსის სანჩესი ჩილეს ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია. ''მანჩესტერ იუნაიტედის'' მოთამაშემ ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 124 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი შეაგდო.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები