ბუნდესლიგის დაუვიწყარი მატჩი: კობიაშვილის საოცარი გოლი და სისხლიანი კანი
Aa
Aa

ბუნდესლიგის დაუვიწყარი მატჩი: კობიაშვილის საოცარი გოლი და სისხლიანი კანი

გერმანიის ბუნდესლიგის 1999-2000 წლების სეზონის 29-ე ტურში ფოლკერ ფინკეს ''ფრაიბურგმა'' საკუთარ მოედანზე მიუნხენის ''ბაიერნს'' უმასპინძლა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა ალექსანდრე იაშვილმა და ლევან კობიაშვილმა ითამაშეს.

მე-11 წუთზე 22 წლის კობიაშვილმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ლეგენდარულ ოლივერ კანს გოლი გაუტანა და ანგარიში გაიხსნა. მას შემდეგ ზუსტად 20 წელი გავიდა. ამ პერიოდში ''კობი'' შესანიშნავ ფორმაში იყო, მან ბუნდესლიგის 7-ტურიან მონაკვეთში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ლეგიონერმა ''ბაიერნის'' გარდა ''ლევერკუზენს,''''უნტერხახინგს,'' ''შალკესა'' და ''კაიზერს'' გაუტანა.

View this post on Instagram

????????⚽️ #OnThisDay 12.04.2000 #scf #scfreiburg #bundesliga #memories #onthisdayinhistory @scfreiburg

A post shared by Levan Kobiashvili (@levankobiashvili) on Apr 12, 2020 at 4:37am PDT

რაც შეეხება კონკრეტულად ''ბაიერნთან'' დაპირისპირებას, კობიაშვილის გოლიდან 6 წუთში არბიტრმა ''ბაიერნის'' მცველი სამუელ კუფური მოედნიდან გააძევა და შეხვედრის დარჩენილი დრო ფინკეს გუნდმა რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარა.

აღნიშნული მატჩი CrystalSport-თან ''ფრაიბურგის'' ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა გაიხსენა. იაშვილს გოლის გატანის ორი შანსი ჰქონდა, თუმცა კანმა ორივე მომენტში ბრწყინვალედ იმოქმედა.

''ოლივერ კანს მთელი სტადიონი ვერ აჩერებდა''

მიუნხენის ''ბაიერნმა'' კარსტენ იანკერისა და მეჰმეთ შოლის გოლებით 3 ქულა მოიპოვა და ქართველების ''ფრაიბურგი'' 1:2 დამარცხდა, თუმცა ეს მატჩი კიდევ ერთი ფაქტით იყო დასამახსოვრებელი, ''ფრაიბურგის'' ერთ-ერთმა ქომაგმა ოლივერ კანს გოლფის ბურთი გაარტყა. მიუხედავად ამისა, გერმანელმა მეკარემ თამაში გააგრძელა და მოედანი არ დაუტოვებია. ''ფრაიბურგისა'' და ''ბაიერნის'' შემდეგი დაპირისპირებისას ''ფრაის'' ქომაგებმა კანისადმი პატიების ნიშნად სტადიონზე ბანერი გამოფინეს: ''გვაპატიე ოლი.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები