ფეკირის აგენტი:
Aa
Aa

ფეკირის აგენტი: "ნაბილმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და „წითლების“ მაისურით ფოტოებიც გადაიღო"

„ლიონის“ ფრანგი ნახევარმცველი, ნაბილ ფეკირი, ზაფხულში „ლივერპულში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. მისი აგენტის თქმით საქმე იქამდე მივიდა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა „მერსისაიდელთა“ მაისურიც მოირგო, თუმცა ბოლო მომენტში „წითლებმა“ ნაბილის შეძენაზე უარი განაცხადეს.

იურგენ კლოპის გუნდი მზად იყო ფეკირის სანაცვლოდ 53 მილიონი გადაეხადა, მაგრამ სამედიცინო შემოწმების პასუხების მიღების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ლივერპულელების თქმით ნაბილს მუხლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად ფეხბურთელმა და მისმა კლუბმა მსგავსი რამ პირველად გაიგეს.

ფეკირის აგენტი, ჟან-პიერ ბერნი „ლიონთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობს, მაგრამ ფრანგული გუნდთან შეთანხმების მიღწევა უჭირს. L'Equipe-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბერნმა ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „საქმე „ლიონში“ დარჩენა არ დარჩენის საკითხს არ ეხება და ალბათ გავიგებთ იმ მიზეზებს, რომელთა გამოც ფეკირი „ლივერპულში“ ვერ გადავიდა“.

„მუხლის პრობლემამ დიდი როლი ითამაშა, თუმცა ეს ყველაფერი არაა. ნაბილმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და „წითლების“ მაისურით ფოტოებიც გადაიღო, ასე რომ"...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები