ანტალიის გრან-პრი: საქართველოს ნაკრების 5 მედალი
Aa
Aa

ანტალიის გრან-პრი: საქართველოს ნაკრების 5 მედალი

ანტალიაში ძიუდოს გრან-პრის დასკვნით დღეს მძიმე წონაში მოასპარეზე ლევან მატიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი როი მეიერსთან დამარცხდა.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ანტალიის გრან-პრიზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, ტურნირის დასკვნით დღეს 90 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალში ძიუდოისტმა გიორგი პაპუნაშვილმა წუთსა და 36 წამში ებრაელი იტეი გოლანი დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა, რადგან ოქროს მედლისთვის ბრძოლაში პაპუნაშვილი მიხაილ ოზერლერთან  ოქროს დროში გდებით დამარცხდა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჭრიკიშვილმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, სერბი ალექსანდრ კუკოლი იპონით დაამარცხა. იპონის გარდა ჭრიკიშვილმა მეტოქეს ვაზარი აართვა.

ცხელი ამბები