მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "როდესაც პოგბას ეს ვუთხარი ეწყინა...რა უნდა გამეკეთებინა ასეთ სიტუაციაში?"

ჟოზე მოურინიომ Daily Mail-თან საუბრისას პოლ პოგბასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც ფრანგ ფეხბურთელს კარგად ნამდვილად არ ახასიათებს.

ჩვენ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელიც მანჩესტერიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ის (პოგბა) ჩემთან მოვიდა და მთხოვა, შეიძლებოდა თუ არა, რომ მატჩის შემდეგ უკან თავისი მანქანით დაბრუნებულიყო.

ჩემი პასუხი ასეთი იყო: თუ ჩვენ გვექნებოდა გასვლა ლონდონში და თუ მას იქ დარჩენა მოუნდებოდა, სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ მანჩესტერთან საკმაოდ ახლოს ვიმყოფებოდით და ეს სხვა საქმე გახლდათ. როდესაც მას ეს ვუთხარი ეწყინა.

შეხვედრა მოვიგეთ, შემდეგ პოგბა ისევ მოვიდა და იგივე მთხოვა, მე გახარებული ვიყავი და ცოტათი უკან დავიხიე. მოდი ასე მოვიქცეთ, ჩვენთან ერთად ავტობუსში ჩაჯექი, შენი მძღოლი კი სტადიონიდან ათი წუთის სავალ გზაზე დაგელოდება და ამის შემდეგ სადაც გინდა იქ წადი. ასეთი იყო ჩემი პასუხი, მაგრამ პოგბა არც ამ სიტყვებმა გაახარა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ავტობუსთან მივედი და როლს-როისი დავინახე, რომელიც მძღოლთან ერთად მას ელოდა.

მანქანა ახალი იყო და მის აღმატებულებას სტადიონის დატოვება როლს-როისით სურდა.

რა უნდა გამეკეთებინა ასეთ სიტუაციაში? მეთქვა, რომ გამარჯვების შემდეგ შეგიძლია რაც გინდა, ის აკეთო? თუ სხვაგვარად მემოქმედა, რაც შემდეგ ხელმძღვანელობის მიერ ჩემი გუნდიდან გაშვებით დასრულდებოდა".

შეგახსენებთ, რომ მოურნიოსა და პოგბას მიმდინარე სეზონის სტარტიდან მოყოლებული კონფლიქტი ჰქონდათ და იმთავითვე ცხადი იყო, რომ რომელიმე მათგანი გუნდს დატოვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები