ზიდანის შემცვლელის ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

ზიდანის შემცვლელის ვინაობა ცნობილია

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის „რეალს“ სეზონის ბოლოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის განთავისუფლება მოუწია, „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელობა, მის შემცვლელად ტურინის „იუვენტუსის“ დამრიგებელს, მასიმილიანო ალეგრის კიანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, „La Gazzetta dello Sport“ ავრცელებს.

„რეალის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ ბენიტესის განთავისუფლების შემდეგ, ზიდანი გუნდს საჩემპიონო რბოლაში დააბრუნებდა, თუმცა საკუთარ მოედანზე „ატლეტიკოსთან“ მარცხით, პირველი პოზიციის დაკავების შანსი „სამეფო გუნდს“ თითქმის აღარ აქვს.

მადრიდელების ბოლოს იმედი „ჩემპიონთა ლიგაა“ პერესი ზიდანისგან ამ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას ითხოვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „რეალმა“ ვერც ნომერ პირველ საკლუბო გათამაშებაში მიაღწია წარმატებას, დიდი ალბათბით, ფრანგი სპეციალისტი ბენიტესის გზას გაყვება. ასეთ შემთხვევაში კი, „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს მასიმილიანო ალეგრისთან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები