Aa
Aa

ემოციური კადრები და მძიმე ისტორია - სტერლინგმა გოლი ლეიკემიით გარდაცვლილ 13 წლის ბიჭს მიუძღვნა

ინგლისის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო და A ჯგუფის პირველ ტურში ჩეხეთი 5:0 გაანადგურა.

მატჩის გმირი რაჰიმ სტერლინგი გახდა, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.

"მანჩესტერ სიტის" გარემარბი საოცარ სეზონს ატარებს. სტერლინგმა გოლის აღნიშვნის დროს მაისური აიწია და ბურთი ლეიკემიით გარდაცვლილ პატარა ბიჭს მიუძღვნა.

13 წლის დამარი დოუკინსი "კრისტალ პალასის" აკადემიაში ირიცხებოდა და სტერლინგი მისთვის დონორს ეძებდა.

"ყველანაირად ვცდილობდი, რომ ბიჭს დავხმარებოდი. გვეგონა კიდეც, რომ დონორი ვიპოვეთ და ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ზუსტი დონორი არ აღმოჩნდა, მას საჭირო მონაცემები არ ჰქონდა და დამარიც გარდაიცვალა.

ჩემს გოლებს მას ვუძღვნი. ჩავთვალე, რომ მისი ოჯახის წევრებისთვის გაღიმების მიზეზი უნდა მიმეცა..." - განაცხადა რაჰიმ სტერლინგმა მატჩის შემდეგ.

დამარი დოუკინსს 2014 წელს, 9 წლის ასაკში ლეიკემია დაუდგინეს. მიუხედავად ყველა საჭირო პროცედურისა და ოპერაციის ჩატარებისა, 2019 წლის 17 მარტს ის მაინც გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ - 14 წლის შემდეგ - ლებრონი პლეი ოფს მიღმა დარჩა! ჰარდენმა "სან ანტონიოს" 61 ქულა ჩაუგდო!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები