Aa
Aa

14 წლის შემდეგ - ლებრონი პლეი ოფს მიღმა დარჩა! ჰარდენმა "სან ანტონიოს" 61 ქულა ჩაუგდო!

გამთენიისას NBA-ს მორიგი სათამაში დღის შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ლოს ანჯელესში შედგა, სადაც "ლეიკერსმა" "ბრუკლინს" უმასპინძლა და 106:111 დამარცხა.

14 წლის შემდეგ პირველად - ლებრონ ჯეიმსი პლეი ოფში ვერ ითამაშებს. ლოს ანჯელესელებმა უკვე ყველანაირი შანსი დაკარგეს.

"ელეი" პლე ოფში ბოლოს კობი ბრაიანტის დროს იყო, 2012-2013 წლების სეზონში. "შავი მამბას" საოცარი თამაშის შემდეგ კალიფორნიელები საპლეიოფო ზონაში მე-7 ადგილიდან მოხვდნენ, თუმცა კობი ტრავმის გამო დაკარგეს და "სან ანტონიოსთან" უშანსოდ 0:4 დამარცხდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მასპინძელთა მხრიდან იფრინა ჯაველ მაკგიმ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 33 ქულა, 20 მოხსნა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ლებრონსაც - 25 ქულა და 14 გადაცემა.

"ბრუკლინელთა" რიგებში ორმაგი დუბლებით გამოირჩნენ დ'ანჯელო რასელი - 21 ქულა, 13 გადაცემა, ედ დევისი 14 ქულა, 15 მოხსნა და ჯარეტ ალენი - 13 ქულა, 11 მოხსნა.

ლიგაში დომინირებას განაგრძობს ჯეიმს ჰარდენი. "ბაბუაწვერას" "ჰიუსტონმა" "სან ანტონიოს" უმასპინძლა და 115:105 დაამარცხა.

ჰარდენი მატჩის გმირი გახდა - მან 61 ქულა ჩააგდო! მიმდინარე სეზონში ჯეიმსმა სამოც ქულიან ნიშნულს უკვე მეორედ მიაღწია და მის კარიერაში ეს უკვე მესამე შემთხვევა გახლავთ. ერთ სეზონში ერთზე მეტად მსგავში შედეგი ლიგის ისტორიაში მხოლოდ მიაჯლ ჯორდანს, უილტ ჩემბერლენსა და კობი ბრაიანტს აქვთ დაფიქსირებული.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ჰარდენის კარგდა გამოირჩა კრის პოლი, როელმაც 19 ქულა ჩააგდო, კლინტ კაპელამ 16 მოხსნა მიითვალა, ერიკ გორდონი კი მოკრძალებული იყო - 12 ქულა.

"სფურსის" რიგებში 20 ქულით ბრინ ფორბსი გამოირჩა.

 

ასევე იხილეთ - სულისშემძვრელი ისტორია! რა მოხდა, როცა "ნანტის" ფეხბურთელებმა თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ გაიგეს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები