სულისშემძვრელი ისტორია! რა მოხდა, როცა
Aa
Aa

სულისშემძვრელი ისტორია! რა მოხდა, როცა "ნანტის" ფეხბურთელებმა თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ გაიგეს

ფაბიო და სილვა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად „ნანტის“ ღირსებას იცავს. იგი ემილიანო სალას თანაგუნდელი გახლდათ და ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც არგენტინელს „კარდიფში“ გადასვლა ურჩია.

ფაბიომ ESPN-ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ის მომენტი გაიხსენა, როცა „ნანტის“ ფეხბურთელებმა თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ შეიტყვეს.

„სამშაბათ დილით ვარჯიშზე მივედით და საუზმეს მივირთმევდით, როცა ჩვენმა ცენტრალურმა მცველმა, ნიკო პალუამ, ენტონის (კლუბში მომუშავე ერთ-ერთი პირი) უთხრა: „გთხოვ გადაამოწმე სალა ჩავიდა თუ არა კარდიფში. დიდი ხანია ჩემთვის პასუხი არ დაუბრუნებია. ბოლოს მაშინ მომწერა, როცა თვითმფრინავში იყო და მითხრა, რომ ჩასვლისთანავე შემეხმიანებოდა“.

"ნიკო დიდად არ ნერვიულობდა... ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, ვისხედით და საუზმეს მივირთმევდით. უცებ ენტონი დაბრუნდა და ჩაილაპარაკა: „ნიკო მოდი აქ“. შემდეგ კი დაუმატა: „თვითმფრინავი გაუჩინარდა“.

"ამ სიტყვებმა ნიკო გაანადგურეს... სულ მალე ენტონიმ სიახლე ყველას შეატყობინა... ხალხმა ტირილი დაიწყო“.

"როცა ასეთ ინფორმაციას იგებ, ყველაზე ცუდს ელი. გინდა გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება, მაგრამ გულის სიღრმეში იცი რაც მოხდება“...

"ჩვენი მწვრთნელიც საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ფეხბურთელები სახლში წავიდნენ. საფრანგეთის თასის მატჩისთვის სამზადისი მაშინვე შეწყდა. მწვრთნელს არ აინტერესებდა დაგვაჯარიმებდნენ თუ არა.  მან თქვა, რომ მინდორზე ჩვენი გასვლა გამორიცხული იყო. შემდეგ კი ყველას თვალწინ ატირდა“...

"დღის ბოლოს სახლში მივედი და ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩავეხუტე"...

"მომდევნო შეხვედრა გადაიდო. ტრაგედიის შემდეგ პირველი მატჩი „სტ. ეტიენის“ წინააღმდეგ ჩავატარეთ. ძალიან ემოციური საღამო გამოდგა. შეხვედრის დაწყებამდე ყველა ტიროდა, მათ შორის მეც“...

"ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრები სალას სახელს სკანდირებდნენ და ჩვენ პარალელურად ფეხბურთს ვთამაშობდით... ძალიან რთული მომენტი იყო“.

ემილიანო სალას დედამ "კარდიფი" გააკრიტიკა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები