Aa
Aa

რუნი: "იმედი მაქვს პრემიერ ლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდება"

„დისი იუნაიტედის“ ფორვარდი, უეინ რუნი, პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლაში პეპ გუარდიოლას კოლექტივს ქომაგობს. 33 წლის შემტევი ბავშვობაში „ევერტონის“ გულშემატკივარი გახლდათ, შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდად იქცა, ამიტომ მისთვის „ლივერპულის“ მიერ მიღწეული წარმატების ხილვა ძალიან რთულია.

რუნიმ საკუთარი პოზიცია talkSPORT-თან ინტერვიუში დააფიქსირა და აღნიშნა: „კარგია ინგლისში რომ არ ვიმყოფები მაშინ, როცა ჩემპიონობისთვის ეს ორი გუნდი იბრძვის“.

„იმედი მაქვს პრემიერ ლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდება. „ლივერპულის“ წარმატებას ვერ გადავიტან. ჩემთვის, როგორც „ევერტონის“ ქომაგისთვის ეს ნამდვილი კოშმარი იქნება“.

„მახსოვს 2005 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და იმ ტრიუმფის შესახებ დღემდე საუბრობენ. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგა რომ დაისაკუთრონ, მათი ყბედობის მოსმენა კიდევ 10-15 წლის განმავლობაში მომიწევს“.

რუნი ერთადერთი არაა, ვინც „სიტის“ ქომაგობს. უეინის მოსაზრებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, რიო ფერდინანდიც, იზიარებს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად პირველ ადგილს „ლივერპული“ იკავებს. „მერსისაიდელები“ „სიტის“ 2 ქულით უსწრებენ, თუმცა ერთით მეტი თამაში აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები