ერთადერთი გუნდი, რომელიც მესიმ ვერ დაამარცხა
Aa
Aa

ერთადერთი გუნდი, რომელიც მესიმ ვერ დაამარცხა

ლიონელ მესი 31 წლის ასაკშიც ფენომენალურ სეზონს ატარებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბოლო შეხვედრაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და „კამპ ნოუზე“ შეკრებილ ქომაგს დაუვიწყარი შოუ აჩუქა.

„ლიონის“ წინააღმდეგ მესიმ დუბლი და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. „ბლაუგრანამ“ მეტოქე 5-1 გაანადგურა, ხოლო ლეომ კატალონიური გრანდის მაისურით 476-ე შეხვედრა მოიგო. იგი ამ მაჩვენებლით ლეგენდარული ჩავის რეკორდს გაუთანაბრდა.

ისტორიული მიღწევის შემდეგ ესპანელმა ჟურნალისტებმა „ლა პულგას“ წარსული გაიხსენეს და საკმაოდ საინტერესო ფაქტს მიაკვლიეს.

„ბარსელონას“ ძირითად გუნდში მესი 15 წელია გამოდის. ამ დროის მანძილზე ლეო ყველა ტურნირის ეგიდით 85 სხვადასხვა გუნდს დაუპირისპირდა და სასურველი შედეგი მხოლოდ ერთთან ვერ დააფიქსირა.

უცნაურია მაგრამ ფაქტია! არგენტინელ სუპერვარსკლავს საფეხბურთო კლუბი „გრამენეტი“ არასდროს დაუმარცხებია. 

ამ უკანასკნელს მესის „ბარსელონა“ 2004-05 წლების სეზონში „კოპა დელ რეის“ ეგიდით გამართულ შეხვედრაში შეერკინა. „გრამენეტმა“, რომელიც მაშინ სეგუნდა B-ში ასპარეზობდა, სენსაცია გამოაცხო და „ბლაუგრანას“ 1-0 სძლია.

ასევე იხილეთ - სკანდალი! არბიტრი, რომელიც მუნდიალის მატჩებს სჯიდა, კოლეგებს სექსუალურად ავიწროებდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები