''სევილიაში'' კაპაროსი დაბრუნდა
Aa
Aa

''სევილიაში'' კაპაროსი დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბმა ''სევილიამ'' მთავარი მწვრთნელი პაბლო მაჩინი გაანთავისუფლა. ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. 43 წლის მაჩინი კლუბს 2018 წლის მაისიდან წვრთნიდა.

ევროპა ლიგის მერვედფინალში ''სევილია'' პრაღის ''სლავიასთან'' დამარცხდა, რასაც მთავარი მწვრთნელის გადაყენება მოჰყვა. სევილიურ კლუბს სეზონის ბოლომდე გამოცდილი სპეციალისტი ხოაკინ კაპაროსი უხელმძღვანელებს. 

63 წლის კაპაროსი ''სევილიას'' მთავარ მწვრთნელად 2000-05 წლებში მუშაობდა, გასულ სეზონში კი მაჩინის დანიშვნამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. ის ასევე წვრთნიდა ბილბაოს ''ატლეტიკს,'' ''მალიორკას,'' ''ლევანტეს,'' ''გრანადას,'' ''ოსასუნასა'' და ''ვილიარეალს.''

27 ტურის შემდეგ ლა ლიგაში ''სევილია'' 40 ქულით მე-6 ადგილზეა. 28-ე ტურში კაპაროსის გუნდი ''ესპანიოლს'' ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები