Aa
Aa

არის მე-4! - ტოჩინოშინმა რთული მეტოქე იოლად დაამარცხა!

იაპონიის ქალაქ ოსაკაში წლის მე-2 ბაშო გრძელდება და გათამაშების მე-6 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მიტაკეუმი გახლდათ, რომელმაც წინა სეზონში ბაშო მოიგო და ბოლო წლებში აშკარა პროგრესი აქვს.

ქართველი რიკიში იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 6:3-ზე ამარცხებდა. ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 3:2-ზე ჰქონდა, მიტაკეუმის მაჩვენებელიც იდენტური იყო.

გორგაძემ ორთაბრძოლა დამაჯერებლად ჩაატარა და საკმაოდ რთულ მეტოქეს იოლად აჯობა. ლევანმა მოწინააღმდეგე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა. შედეგად, მისი ბალანსი 4:2-ზე გახდა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 4-ის მოგება სჭირდება.

"ტოჩი" "ჰარუ ბაშოს" მე-7 დღეს პირველ მაეგაშირა შოთა ენდოს შეხვდება, რომელმაც საწყისი 6 ორთაბრძოლიდან 5 წააგო, ლევანთან ურთიერთშეხვედრებში კი 3:4 ჩამორჩება.

ცხელი ამბები