ნახეთ როგორი პასუხი გასცეს „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა ალვარო მორატას მუქარას.
როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ „ბაიერნს“ წინ ურთულესი ორ-რაუნდიანი დაპირისპირება ელოდება, ხოლო „იუვენტუს სთედიუმზე“ მათ ნამდვილი ჯოჯოხეთი ელით. ესპანელის განცხადებას „რეკორდმაისტერის“ 2 ფეხბურთელი, ტიაგო ალკანტარა და არტურო ვიდალი გამოეხმაურა.
ტიაგო ალკანტარა: „ჩვენთვის ერთადერთი ჯოჯოხეთი - ეს ტრავმებია. ჩვენ ვთამაშობთ „ჩემპიონთა ლიგაზე“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას“
არტურო ვიდალი: „ჯოჯოხეთი? ჩვენ გვიყვარს ჯოჯოხეთი და მზად ვართ ამისთვის!“
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსსა“ და „ბაიერნს“ შორის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.