უეფამ რამოსი დასაჯა
Aa
Aa

უეფამ რამოსი დასაჯა

უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა სერხიო რამოსის საქმესთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "რეალის" კაპიტანი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ რამოსმა "აიაქსთან" მატჩში ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო. ესპანელმა მცველმა თავდაპირველად ყველაფერი აღიარა, მაგრამ შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.

Marca-ს მტკიცებით რამოსმა ყვითელი ბარათის მიღება, არ მიღების საკითხის შესახებ კონსულტაცია, ჯერ თანაგუნდელებთან გაიარა, შემდეგ კი სათადარიგო სკამს მიუბრუნდა, ჟესტით ბარათზე მიანიშნა და ჩაილაპარაკა: „ყვითელი ბარათი მივიღო“?

AS-ის ინფორმაციით "სამეფო კლუბი" უეფას დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თუ არაფერი შეიცვალა რამოსს მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. თუ რა თქმა უნდა "რეალი" "აიაქსის" წინააღმდეგობის დაძლევას მოახერხებს.

ასევე იხილეთ - ყველაფერი, რაც გასულ "ელ კლასიკოში" გამოგრჩათ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები