ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა რომან დოლიძე შეაქო
Aa
Aa

ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა რომან დოლიძე შეაქო

ლეგენდარულმა ამერიკელმა მებრძოლმა ჯონ "ბოუნს" ჯონსმა UFC-ში ახლახანს გადასული ქართველი, რომან დოლიძე შეაქო.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში იასპარეზებს. რომანს ამერიკელ სუპერვარსკლავთან კარგი ურთიერთობა აქვს და მასთან ერთად ვარჯიშობს.

  

ჯონსმა დოლიძის შესახებ "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა და განაცხადა: "მეგობრები თვალი მიადევნეთ ჩემს ძმას, თანაგუნდელს და ახალ მებრძოლს ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში რომან დოლიძეს. ის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო "გრეპლერია", ვისთანაც ოდესმე მივარჯიშია. იგი UFC-ში აბსოლუტური ტერორი იქნება".

რომან დოლიძე: "ჩემთვის შენთან ვარჯიში დიდი პატივია ძმაო".

ჯონ ჯონსი UFC-ში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მას 25 ბრძოლიდან 23 მოგებული აქვს და რომ არა მეტ ჰემილთან მიღებული დისკვალიფიკაცია და აკრძალულ პრეპარატებთან დაკავშირებული სკანდალი დაუმარცხებელი იქნებოდა.

რაც შეეხება რომან დოლიძეს, იგი უკრაინაში ცხოვრობს და საქართველოს სახელით ასპარეზობს. მას ექვსიდან ექვსი შერკინება აქვს მოგებული.

ცხელი ამბები