წიტაიშვილის ჰეთ-თრიკი თურქულ კლუბთან
საფეხბურთო კლუბ კიევის ''დინამოს'' 19 წლამდე გუნდმა ამხანაგურ მატჩში თურქული ''ალთინორდუ'' 9:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა ქართველმა ტალანტმა გიორგი წიტაიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე უკრაინული გუნდი ტურინის ''იუვენტუსის'' 19 წლამდე გუნდს დაუპირისპირდება. იტალიურ გუნდთან შეხვედრამდე ''დინამომ'' ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
კიევის ''დინამოსა'' და ტურინის ''იუვენტუსის'' 19 წლამდე გუნდების ერთმატჩიანი დაპირისპირება 20 თებერვალს კიევში ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
