ემილიანო სალას ცხედარს არგენტინაში გადაასვენებენ
Aa
Aa

ემილიანო სალას ცხედარს არგენტინაში გადაასვენებენ

„კარდიფის“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ემილიანო სალას, ცხედარს არგენტინაში გადაასვენებენ, ტრანსპორტირების ხარჯებს კი სავარაუდოდ უელსური გუნდის მფლობელი, ვენსან ტანი, დაფარავს.

არგენტინაში მდებარე ქალაქის, პროგრესოს მერმა, ხუან მულერმა, ( სალა სწორედ აქ გაიზარდა) განაცხადა, რომ თვითმფრინავი, ბუენოს აირესის აეროპორტში პარასკევს დაეშვება. შემდეგ ემილიანოს ცხედარს პროგრესოში გადაასვენებენ და დანიშნულების ადგილზე პარასკევ საღამოს ჩავლენ.

შაბათ დილით „სან მარტინის“ სავარჯიშო დარბაზში გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჩატარდება. არგენტინული კლუბი საკუთარი სტადიონის სახელის შეცვლასაც გეგმავს. ადგილობრივი გამოცემების თქმით „სან მარტინის“ საშინაო არენას შესაძლოა “ესტადიო ემილიანო სალა“ ეწოდოს.

არგენტინელი ფეხბურთელი „სან მარტინის“ ღირსებას 1994-დან 2005 წლამდე იცავდა. 2010 წელს სალამ კარიერა „ბორდოს“ ახალგაზრდულ გუნდში განაგრძო, „ნანტის“ რიგებში კი 2015 წლიდან ასპარეზობს.

ასევე იხილეთ - „მორდორი“ საფეხბურთო სტადიონზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები