ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ

მისი უდიდებულესობა - ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა!

„ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „პსჟ“ მიიღო და 0-2 დამარცხდა. „წითელი ეშმაკებს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის საკმაოდ მცირე შანსი დარჩათ. პოლ პოგბამ წითელი ბარათი მიიღო და სოლსკიაერის ბიჭებს პარიზში ჩასვლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევთ.

მეორე შეხვედრაში „რომა“ „პორტუს შეერკინა და ძანიოლოს დუბლის წყალობით 2-1 იმარჯვა.

„მანჩესტერის“ ანტირეკორდი

„იუნაიტედი“ ევროპული ტურნირების ეგიდით საკუთარ კედლებში ორბურთიანი სხვაობით პირველად დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ 2010-11 წლების შემდეგ დევიდ მოიესი ერთადერთია, ვისი წინამძღოლობით „მანჩესტერმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის შეხვედრა მოიგო.

„რომას“ ფანატების ბანერი

ედინ ჯეკოს შედეგიანი გადაცემების წყალობით „რომამ“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „პორტუ“ დაამარცხა.

„ჯალოროსოს“ გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე უცნაური ბანერი გამოფინეს, რომელზეც ასეთი წარწერა გახლდათ გამოსახული: „ნაბიჭვარი კოლაროვი“.

რომაელი ულტრასების გაღიზიანება სერბი ფეხბურთელის სიტყვებმა განაპირობეს. „ჯალოროსოს“ ფანატები რამდენიმე კვირის წინ გუნდს ხშირად აკრიტიკებდნენ და როცა ამ საკითხის შესახებ კითხვა კოლაროვს დაუსვეს, სერბმა განაცხადა: „მათ ფეხბურთის შესახებ არაფერი იციან“.

„მანჩესტერის“ ქომაგებმა დი მარიას უსტვინეს

ანხელ დი მარიას „იუნაიტედის“ გულშემატკივრებმა თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე უსტვინეს, მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო.

„მანჩესტერის“ ქომაგები „პსჟ“-ს ავტობუსს დახვდნენ და დი მარიას „საკადრისად“ შეეგებნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები