ლობჟანიძე სუპერლიგის ტურის სიმბოლურში
დანიის სუპერლიგის მე-20 ტურში ''ოლბორგი'' შინ ''რანდერსთან'' 0:3 დამარცხდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 59-ე წუთზე სტუმრები მიკელ კალესეს გოლით დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე ''რანდერსის'' ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ ''რანდერსის'' მაისურით მეხუთე გოლი გაიტანა.
სუპერლიგის ოფიციალური ვებგვერდის მიერ შედგენილ სიმბოლურ გუნდში საბა ლობჟანიძე მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი სიმბოლურ გუნდში მიმდინარე სეზონში მეხუთედ ვიხილეთ.
???? RUNDENS HOLD ????#sldk #vb #fcn #fcm #agf #rfc #fck pic.twitter.com/sSUhAs4lk5
— Superliga (@Superligaen) February 12, 2019
შეგახსენებთ, ''ოლბორგთან'' შეხვედრა ლობჟანიძისთის მიმდინარე წელს პირველი ოფიციალური მატჩი იყო. მან გოლი გაიტანა, გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც შესანიშნავი შედეგია.

ლობჟანიძის მორიგი გოლი დანიის სუპერლიგაში