„პარი სენ ჟერმენმა“ თავის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
Aa
Aa

„პარი სენ ჟერმენმა“ თავის ერთ-ერთ ლიდერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა და ამჟამად, მისი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.

„ვერატი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ჩვენ მოხარულნი ვარფთ, რომ იგი ჩვენს კლუბში ასპარეზობს და გვსურს, რომ ეს კიდევ დიდი ხნით გაგრძელდეს. მარკო ჩვენი გულშემატკივრების კუმირია“ - განაცხადა „პარი სენ ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ.

მარკო ვერატი პარიზულ კლუბს 2012 წელს, იტალიური „პესკარადან“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მალევე „პსჟ“-ს ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა იტალიელმა 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები