ვარანი „რეალის“ დატოვებაზე დაფიქრდა
Aa
Aa

ვარანი „რეალის“ დატოვებაზე დაფიქრდა

როგორც ესპანური გამოცემა „AS“-ი იუწყება, მადრიდის „რეალის“ 21 წლის მცველი, რაფაელ ვარანი კლუბში სათამაშო დროის სიმცირეს უჩივის. ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლაში პეპესა და რამოსს კონკურენციას ვერ უწევს, ამის გამო კი ფრანგი გუნდის დატოვების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.

ინგლისური პრესის ინფორმაციით ვარანით ლონდონის „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებიან. იანვრის სატრანსფერო პერიოდის დროს, ლონდონელები ფრანგი მცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსაც კი იხდიდნენ, თუმცა მაშინ მადრიდის „რეალმა“ ეს წინადადება არც კი განიხილა.

 

რაფაელ ვარანი მადრიდის „რეალში“ 2012 წელს გადაბარგდა. კლუბთან ერთად კი მან არაერთი ტიტული მოიგო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები