19 წლის ქართველი ტალანტის გოლი შვეიცარიის სუპერლიგაში
შვეიცარიის სუპერლიგაში ''ციურიხმა'' შინ ტორსტენ ფინკის გაწვრთნილი ''გრასჰოპერი'' 3:1 დაამარცხა. მე-7 წუთზე ''ციურიხის'' 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლევან ხარაბაძემ ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. საგოლე გადაცემა კოსოვოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ბენჟამინ კოლოლიმ შეასრულა.
38-ე წუთზე ''გრასჰოპერსმა'' ანგარიში გაათანაბრა, ლევან ხარაბაძეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც მეტოქის ფეხბურთელმად გოლად აქცია.
38’ | TOR! Holzhauser trifft per Elfmeter zum 1:1 Ausgleich.#FCZGC #SFL #RSL pic.twitter.com/ROC6ZoTUpL
— SwissFootballLeague (@News_SFL) February 9, 2019
შესვენების შემდეგ ხარაბაძის გუნდმა 2 გოლი შეაგდო და 3 ქულა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ამპლუით მცველმა შვეიცარიულ კლუბში მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა. პირველ ოფიციალურ შეხვედრაში თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა.
''გრასჰოპერსთან'' მოგებულ შეხვედრაში ლევან ხარაბაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.
Schlusspfiff! Der FC Zürich gewinnt das 273. Zürcher Derby gegen @1886_gc_zuerich durch Treffer von Kharabadze, Maxsø und Domgjoni mit 3:1! #fcz #fczuerich #stadtclub #FCZGC pic.twitter.com/UWzLeQLfQb
— FC Zürich (@fc_zuerich) February 9, 2019
10-გუნდიან სუპერლიგაში ''ციურიხი'' 28 ქულით მე-4 ადგილზეა.
Die ersten beiden Spiele des 20. Spieltages sind zu Ende.#BASSG #FCZGC #SFL #RSL pic.twitter.com/RVoD7FtMWK
— SwissFootballLeague (@News_SFL) February 9, 2019
ფოტო: fcz.ch