ჩიხლაძის გამარჯვების გოლი და 16 წლის დებიუტანტი
Aa
Aa

ჩიხლაძის გამარჯვების გოლი და 16 წლის დებიუტანტი

თურქულ შეკრებაზე საფეხბურთო კლუბმა საჩხერის ''ჩიხურამ'' მეორე ამხანაგური მატჩი თურქმენულ ''აჰალთან'' გამართა და დემურ ჩიხლაძის გოლით 1:0 დაამარცხა.

''ჩიხურას'' სასტარტო შემადგენლობა:მწყერაშვილი, ჩიტეიშვილი, კაშია, მაისაშვილი, კორიფაძე, კამლაძე, მამასახლისი, ჩიხლაძე, სარდალიშვილი, ლექვთაძე, მუმლაძე

შეცვლაზე შევიდნენ:ჰამზიჩი, მეგრელიშვილი, მარკოზაშვილი, მახარობლიძე, იონანიძე

სოსო ფრუიძის გუნდმა პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარულ ''სეფტემვრისთან'' ფრედ 0:0 ითამაშა. აღნიშნულ მატჩში ''ჩიხურას'' პირველ გუნდში 16 წლის მეკარემ, ავთანდილ კაპანაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ფოტო: საჩხერის ''ჩიხურას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები