მესიმ ეს წოდება პირველად დაიმსახურა!
Aa
Aa

მესიმ ეს წოდება პირველად დაიმსახურა!

მსოფლიო ჩემპიონობის გარდა კიდევ ყოფილა ტიტული და წოდება, რომელიც ლიონელ მესის ამ დრომდე არ ჰქონდა მოგებული, თუმცა არგენტინელს ამიერიდან ისევ საოცნებო მწვერვალიღა დარჩა დასაპყრობი...

საუბარია, "ლა ლიგის" თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე, აღნიშნული ტიტული 2013 წლის სექტემბრიდან თამაშდება და მისი პირველი გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ფორვარდი დიეგო კოშტაა. 

მესიმ კი იანვარში პრიმერას ეგიდით 6 გოლი შეაგდო და თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული "დეპორტივოს" ფეხბურთელისგან, ლუკას პერესისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ, დეკემბერში გამოარჩიეს. 

ვთქვათ ისიც, რომ ამ ჯილდოს კრიშტიანუ რონალდუ ორჯერ ფლობს, ანალოგიური მაჩვენებელი აქვთ ნოლიტოს, კარლოს ველას, ანტუან გრიზმანსა და დიეგო გოდინს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები