Aa
Aa

"ესპანიოლის" მარკეტინგული ხრიკი თუ სასურველი ტრანსფერი?

გონსალო იგუაინის და ფრენკი დე იონგის ტრანსფერის გამო „ესპანიოლის“ შენაძენის შესახებ ბევრს ალბათ არაფერი გაუგია. „თუთიყუშებმა“ ვუ ლეი გაიფორმეს. ჩინეთის სუპერ ლიგის ვარსკლავის სანაცვლოდ კატალონიურმა კლუბმა 1.8 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

კვირას 27 წლის ფეხბურთელმა სადებიუტო შეხვედრა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარა. მატჩი ფრედ, 2-2, დასრულდა. ვუ ლეიმ მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 12 წუთი გაატარა, თუმცა მის გამო ჩინეთში დაპირისპირებას 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

ვუ ლეის შეძენის იდეა „ესპანიოლის“ მფლობელს, ჩენ იანშენს, დაებადა. 27 წლის შემტევი შარშან „შანხაი სიპგ“-ის ღირსებას იცავდა და 29 შეხვედრაში 27 გოლი შეაგდო. სავარაუდოდ „ესპანიოლში“ იგი ასეთივე წარმატებით ვერ იასპარეზებს, თუმცა ეს არცაა საჭირო.

„თუთიყუშებს“ ჩინელი სხვა მხრივ დაეხმარება. საუბარი მარკეტინგზე და ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზეა. ვუ ლეის წარდგენას პირდაპირ ეთერში თვალს 2.5 მილიონი ადამიანი ადევნებდა. „ესპანიოლმა“ უკანასკნელ 48 საათში 2000 მაისური გაყიდა და ყველაფერთან ერთად სოციალურ ქსელებში გამომწერების რაოდენობამ 20500-ით მოიმატა, ჩინეთში კი ეს რიცხვი ნახევარი მილიონით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები