რა მოხდა როცა ფერგიმ პაოლო მალდინის გადაბირება სცადა...
Aa
Aa

რა მოხდა როცა ფერგიმ პაოლო მალდინის გადაბირება სცადა...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ თავკაცს, სერ ალექს ფერგიუსონს, კარიერის განმავლობაში უმაღლესი კლასის ბევრ ფეხბურთელთან უმუშავია. „ფერგის“ გუნდში თავის დროზე რაიან გიგზი, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ სქოულზი, რიო ფერდინანდი, გარი ნევილი, როი კინი, რუუდ ვან ნისტელროი, კარლოს ტევესი და სხვები ასპარეზობდნენ.  

შოტლანდიელ სპეციალისტს ერთ მომენტში „მილანის“ მცველის, პაოლო მალდინის, გადაბირება სურდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ფერგიუსონი ტრანსფერის შესახებ ჩეზარე მალდინის გაესაუბრა და კატეგორიული უარი მიიღო.

ფერგიუსონი: „მალდინის შეძენა ვცადე, მაგრამ მამამისს როცა შევხვდი, მივხვდი რომ არაფერი გამომივიდოდა. ჩეზარემ უარის ნიშნად თავი გაიქნია და სხვა არაფერი უთქვამს“.

ჟურნალისტი: „საერთოდ არაფერი“?

ფერგიუსონი: „არა... ნუ მან ასეთი რამ მითხრა! ბაბუაჩემი „მილანის“ გულშემატკივარი იყო, მამაჩემი „მილანის“ გულშემატკივარია, მე „მილანის“ გულშემატკივარი ვარ, ჩემი შვილი „მილანის“ გულშემატკივარია, ასე რომ დაივიწყე“.

შეგახსენებთ, რომ პაოლო „როსონერისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) ტრიუმფატორი ხუთჯერ გახდა. მალდინიმ „სკუდეტო“ შვიდჯერ დაიბევა და დღესდღეობით "მილანის" სპორტული დირექტორია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები