ხარაიშვილი: ''აიაქსზე'' საუბარი არ მსურს, თუმცა მიზანი კარიერული პროგრესია''
Aa
Aa

ხარაიშვილი: ''აიაქსზე'' საუბარი არ მსურს, თუმცა მიზანი კარიერული პროგრესია''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი შესაძლოა ამსტერდამის ''აიაქსის'' ფეხბურთელი გახდეს. აღნიშნული ინფორმაცია elfvoetbal-მა გაავრცელა, თუმცა ამ ეტაპზე ჰოლანდიურ გუნდს ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია და შესაბამისად მოლაპარაკება არ დაწყებულა.

ხარაიშვილმა CrystalSport-თან საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დაინტერესება რეალური არაა.

ამ თემაზე ''საბურთალოს'' აღზრდილმა შვედურ fotbolldirekt-თან მცირე კომენტარი გააკეთა: ''არ ვიცი, მართლა არ მაქვს ინფორმაცია და ამ თემაზე საუბარიც არ მსურს, თუმცა ცხადია ყოველი ფეხბურთელის  მიზანი უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა და კარიერული პროგრესია.''

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ''საბურთალომ'' ხარაიშვილი შვედურ კლუბში გაანათხოვრა, რის შემდეგაც მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა. 22 წლის შემტევი სკანდინავიურ კლუბში 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

''საბურთალოს'' აღზრდილმა გასულ სეზონში შვედეთის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ხარაიშვილმა, რომელსაც საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელმა ''საბურთალოს'' პირველი გუნდის მაისურით 2013-17 წლებში 114 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.

ამჟამად ფეხბურთელი ''გიოტებორგთან'' ერთად შეკრებას პორტუგალიის ქალაქ ლაგოსში გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები