სალას თვითმფრინავი იპოვეს!
თვითმფრინავი, რომელშიც ემილიანო სალა მგზავრობდა, იპოვნეს. 22 იანვარს რადარიდან გამქრალი თვითმფრინავის პოვნა თითქმის ორკვირიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მოხერხდა. ინფორმაციას news.sky.com-ი ავრცელებს. აღნიშნული წყაროს ცნობით უდიდესი ალბათობით ფეხბურთელი და პილოტი ტრაგიკულად გარდაიცვალნენ, თუმცა მათი პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა.
არგენტინაში დაბადებული 28 წლის ფეხბურთელი გასულ თვეში ''ნანტიდან'' პრემიერლიგის კლუბში გადავიდა. მას ასევე უთამაშია ''ბორდოში,'' ''ნიორსა'' და ''კაენში.''
ფეხბურთელის სანაცვლოდ უელსურმა კლუბმა 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რაც ''კარდიფის'' ისტორიაში სარეკორდოა.
მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის სალა 12 გოლით მესამე ადგილზე გავიდა. ის მხოლოდ მბაპესა და ნიკოლას პეპეს ჩამორჩა.