მჭედლიშვილის საგოლე გადაცემა - გამარჯვება მოქმედ ჩემპიონთან
ხორვატიის 2018-19 წლების საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. მოქმედი ჩემპიონი ''რიეკა'' საკუთარ მოედანზე ''გორიცასთან'' 1:3 დამარცხდა. გამარჯვებულთა მაისურით ქართველმა მარჯვენა მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა 90 წუთი ითამაშა.
პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. 57-ე წუთზე მჭედლიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ მატია დვორნეკოვიჩმა სტუმრები დააწინაურა.
10-გუნდიან ჩემპიონატში ''გორიცა'' 30 ქულით მე-5 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ''რიეკას'' 4 ქულით ჩამორჩება.
27 წლის მცველმა ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-13 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა. ''რიეკასთან'' შეხვედრის გარდა ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი სპლიტის ''ჰაიდუკთან'' მატჩშიც შეასრულა.
მჭედლიშვილი 2018 წლის იანვრიდან ''გორიცას'' ღირსებას იცავს. მის კარიერაში ''გორიცა'' პირველი უცხოური კლუბია.
