გორის ''დილას'' აფრიკელი ახალწვეული
ებრაული საფეხბურთო კლუბის, ნეთანიას ''მაქაბის'' 23 წლის ნახევარმცველი დიდიე კუგბენია კარიერას გორის ''დილაში'' გააგრძელებს. ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ტოგოელი ფეხბურთელი გორულ კლუბში 2,5 წელი ითამაშებს.
2017-18 წლებში ფეხბურთელმა ისრაელის ელიტარულ ჩემპიონატში 40 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი შეაგდო.

კუგბენია მარცხენა გარემარბია და ტოგოს 20-წლამდე ნაკრების მაისურით 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.