ლობჟანიძის ეფექტური გოლი ავსტრიულ კლუბთან
თურქულ შეკრებაზე დანიურმა ''რანდერსმა'' გრაცის ''შტურმი'' 3:2 დაამარცხა. ''რანდერსის'' სასტარტო თერთმეტეულში ოთარ კიტეიშვილმა იასპარეზა, ხოლო ''შტურმის'' მაისურით მოედანზე 90 წუთის განმავლობაში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა.
მე-17 წუთზე ''შტურმი'' დაწინაურდა. 22-ე წუთზე საბა ლობჟანიძის ეფექტური გოლით ''რანდერსმა'' ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა სკანდინავიური გუნდის გამარჯვებით დასრულდა.