კიტეიშვილის საგოლე გადაცემა პოლონურ კლუბთან
ავსტრიულმა საფეხბურთო კლუბმა გრაცის ''შტურმმა'' თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში პოზნანის ''ლეხი'' 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა, რომელმაც მეორე გოლისას საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო და საგოლე გადაცემა შეასრულა.
22 წლის კიტეიშვილი ავსტრიულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 16 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რუსთავის ''მეტალურგისა'' და თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა.
