გლინკა ''ტორპედოზე'': ''კატასტროფა იყო, სასტუმროში თაგვები დარბოდნენ''
2018 წლის მეორე ნახევარი სლოვაკმა ფეხბურთელმა მარეკ გლინკამ ქუთაისის ''ტორპედოში'' გაატარა, შემდეგ კი კლუბი დატოვა. ახლახანს 28 წლის ნახევარმცველმა ადგილობრივ sport.aktuality.sk-თან საუბარში ''ტორპედოში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა.
''კატასტროფა, ქუთაისის ''ტორპედოში'' აღდგენითი და სამედიცინო ცენტრი არ იყო. ბურთი ხტუნაობდა, რადგან მოედანი არაფრად ვარგოდა, თითქოს დრო გაჩერდა.
სასტუმროს იატაკზე თაგვები დარბოდნენ, მსგავსი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. ქუთაისში სპა არაა. ამიტომ ქუთაისიდან 140 კმ-ის მანძილზე ბათუმში ჩავედით.
საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებზე ტრიბუნები ცარიელია. თბილისში 55 000 სტადიონზე შეხვედრებს 300 ქომაგი ესწრებოდა. შედარებით მეტი ინტერესი სათასო შეხვედრების მიმართაა.''

გლინკა ასევე აღნიშნავს, რომ შვებულებაში ყოფნისას ''ტორპედოდან'' აცნობეს, რომ ჩინელმა ინვესტორებმა კლუბი დატოვეს. სლოვაკი იმედოვნებს, რომ კუთვნილ ხელფასს მიიღებს.
ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში გლინკამ ''ტორპედოს'' მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 2018-19 წლების სეზონში ''ტორპედომ'' ევროთასებზე 8 მატჩი ჩაატარა. გლინკამ ყველა მატჩში სასტარტოში ითამაშა.
გლინკას ბისტრიცას ''დუკლაში,'' პრაღის ''დუკლაში,'' ტრნავის ''სპრტაკში,'' სლოვაკურ ''სკალიცასა'' და ოსტრავას ''ბანიკში'' უთამაშია.
