ფეხბურთელთა მხარდაჭერა სალას - სამძებრო სამუშაოები უნდა განახლდეს!
Aa
Aa

ფეხბურთელთა მხარდაჭერა სალას - სამძებრო სამუშაოები უნდა განახლდეს!

უელსური ''კარდიფის'' ფეხბურთელის, ემილიანო სალას მოძებნა გერნსის პოლიციამ ვერ მოახერხა. სამძებრო სამუშაობის განახლებისთვის ფონდი შეიქმნა. მასში შესული თანხები სამძებრო სამუშაობის განახლებისთვის იქნება განკუთვნილი. BBC-ის ცნობით ამ ეტაპზე ფონდში 220 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი გადაირიცხა.

პსჟ-ს ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფონდში 21 000 ფუნტი სტერლინგი გადარიცხა, მისმა თანაგუნდელმა კილიან მბაპემ კი - 30 000 ევრო. 

''არსენალის'' მცველმა ლორან კოშელნიმ ფონდში 2 000 ფუნტი სტერლინგი ჩარიცხა. კოშელნის მსგავსად ''მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა 2 000 ფუნტი სტერლინგი გადარიცხა ფონდში, რომელიც კერძო სამძებრო სამუშაოებს მოხმარდება.

სხვადასხვა ოდენობის თანხა ფონდში 2,448 პირმა ჩარიცხა.

ემილიანო სალას და რომინა იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი და პილოტი ცოცხლები არიან.

''ნანტის'' 19 წლამდე გუნდის ფეხბურთელები მაისურებით, რომლებზეც ემილიანო სალაა გამოსახული. მაისურებზე შემდეგი წარწერაა: ''გვიყვარხარ ემი.''

არგენტინაში დაბადებული 28 წლის ფეხბურთელი მიმდინარე თვეში ''ნანტიდან'' პრემიერლიგის კლუბში გადავიდა. მას ასევე უთამაშია ''ბორდოში,'' ''ნიორსა'' და ''კაენში.''

ფეხბურთელის სანაცვლოდ უელსურმა კლუბმა 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რაც ''კარდიფის'' ისტორიაში სარეკორდოა. 

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის სალა 12 გოლით მესამე ადგილზე გავიდა. ის მხოლოდ მბაპესა და ნიკოლას პეპეს ჩამორჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები