სალა არ დაღუპულა - ინგლისური კლუბების ბრწყინვალე ჟესტი
ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრაში ''მილუოლისა'' და ''ევერტონის'' ფეხბურთელებმა შავი სამკლავური არ გაიკეთეს. დაკარგული ემილიანო სალას ოჯახის წევრებს არ სურდათ მოთამაშეები მოედანზე შავი სამკლავურებით გასულიყვნენ. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის ოჯახის წევრებმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას თხოვნით მიმართეს და კლუბებმა მათი თხოვნა გაითვალისწინეს. რთული ვითარების მიუხედავად ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელი ცოცხალია და მისი გადარჩენა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, გასულ ორშაბათს სალა კერძო თვითმფრინავით საფრანგეთიდან უელსში მიფრინავდა, თუმცა რადარიდან თვიმფრინავი გაქრა, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოები კი უშედეგოდ დასრულდა.

გერნსის პოლიციამ ძებნა შეაჩერა, რასაც უამრავი ადამიანის უკმაყოფილება მოჰყვა. ემილიანო სალას ძებნის თაობაზე კომენტარი არაერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა გააკეთა. მათ შორის ლეო მესიც იყო.28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ძიების შეწყვეტით იმედგაცრუებული დარჩა ლეო მესი, რომელიც ხსენებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და პოლიციას ძებნის გაგრძელებისკენ მოუწოდა, ხოლო სალას ოჯახს თანადგომა გამოუცხადა.
"სანამ არსებობს შესაძლებლობები, იმედი, გთხოვთ არ შეწყვიტოთ ემილიანო სალას ძებნა.
მთელი ჩემი შესაძლებლობები თქვენი ოჯახისა და მეგობრების გვერდით არის - ვილოცოთ სალასთვის".