Aa
Aa

გაუჩინარებული ფეხბურთელის უკანასკნელი სიტყვები...

„ნანტის“ ყოფილი და „კარდიფის“ ამჟამინდელი მოთამაშის, ემილიანო სალას, ისტორიის შესახებ ყველას მშვენივრად მოეხსენება... უელსურმა კლუბმა 28 წლის ფეხბურთელი 15 მილიონ ფუნტად რამდენიმე დღის წინ შეიძინა. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ სალა საფრანგეთში მეგობრებსა და კოლეგებს გამოემშვიდობა და თვითმფრინავით კარდიფს მიაშურა. სავარაუდოდ მისთვის ეს მგზავრობა საბედისწერო აღმოჩნდა.

ორშაბათს, დილის 5 საათსა და 23 წუთზე თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა... სამაშველო-სამძებრო ოპერაციები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით იმედისმომცემი ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

სამშაბათს საღამოს არგენტინულმა გამოცემამ, “OLE“-მ გაუჩინარებული ფეხბურთელის უკანასკნელი სიტყვები გაასაჯაროა, რომლებიც სალამ WhatsApp-ის ერთ-ერთ ჯგუფში, მეგობრებსა და თანაგუნდელებს გაუგზავნა...

„გამარჯობათ პატარა ძმებო, როგორ ხართ გიჟებო? ძალიან დაღლილი ვარ! ნანტში ვიყავი. ხან ის, ხან ეს... რაღაცებს ვაკეთებდი, რომლებსაც დასასრული არ უჩანდა“.

„ახლა თვითმფრინავში ვიმყოფები, რომელიც ალბათ მალე ნაწილებად დაიშლება... კარდიფში მივდივარ. ბიჭებო, ხვალ ვიწყებ და შუადღისას უკვე ახალ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ“.

მოგვიანებით სალამ ასეთი შეტყობინება გააგზავნა: „როგორ ხართ? ყველანი კარგად ხართ? საათ-ნახევარში თუ რაიმე სიახლე არ შეიტყვეთ, არ მგონია ჩემს მოსაძებნად ვინმეს გამოგზავნას აზრი ჰქონდეს... ძალიან მეშინია“.

გავრცელებული ინფორმაციით ემილიანომ ერთ-ერთ მეგობარს საკუთარი წუხილი გაუზიარა და მიწერა, რომ თვითმფრინავი უცნაურ ხმებს გამოსცემდა...

 

საფეხბურთო კლუბ „კარდიფის“ ხელმძღვანელობამ 18 იანვარს გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც სალას ახალ კლუბში წარდგენაა ასახული. 

ნანტში კი დაკარგული ფეხბურთელის გულშემატკივრები შეიკრიბნენ. სალას ყოფილი გუნდის,  „ნანტის“ ფანებმა, ქალაქის ცენტრში ყვავილები მიიტანეს და ფეხბურთელისთვის ილოცეს.

 

 

ასევე იხილეთ - რადარიდან გამქრალ თვითმფრინავში ''კარდიფის'' ფეხბურთელი იმყოფება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები