შონ მორისონი მეუღლემ სიკვდილს გადაარჩინა
"კარდიფის" ფეხბურთელი, შონ მორისონი, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. უელსური გუნდის კაპიტანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა და რომ არა მისი მეუღლის სხარტი აზროვნება სიცოცხლეს ფატალურად დაასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით მორისონს აპენდიქსი გაუსკდა. ფეხბურთელმა მიიჩნია რომ სერიოზული არაფერი სჭირდა და სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა. მიუხედავად შონის გადაწყვეტილებისა მისმა მეუღლემ, სტეისიმ, კლუბის ექიმს დაურეკა. საბედნიეროდ ამ უკანასკნელმა სიტუაციის სირთულე უმალვე გაანალიზა და სასწრაფო დახმარების მანქანით მორისონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკაში მისვლისთანავე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით "კარდიფის" კაპიტანი 45 წუთით გვიან რომ მიეყვანათ, მისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.
ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით შონ მორისონი 6 კვირას იუქმებს. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ იგი სარეაბილიტაციო კურსს სახლში გადის.
ასევე იხილეთ - რადარიდან გამქრალ თვითმფრინავში ''კარდიფის'' ფეხბურთელი იმყოფება